04:47 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 17:24:18, 1075 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსი გააფორმეს

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის (ეთიკის) კოდექსს  მოაწერეს  ხელი.

კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. ხელს შეუწყობენ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად.

„დოკუმენტში თანაბრად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მხარეებისთვის იქნება შესასრულებელი. ასევე საუბარია დეზინფორმაციაზე, მიუკერძოებლობაზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.

ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს ცესკოში მოეწერა. მისი ტექსტი მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა სურვილის შემთხვევაში ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება რეგისტრირებული.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საერთო არჩევნებზე გრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics