|
2021-09-01 14:23:25, 480 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი- საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გვაშორებს მას
ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან.- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა „ძალიან სამწუხაროა, რაც გვესმის ვიტყოდი, რომ არამხოლოდ არაპოლიტიკური არამედ არაადეკვატური განცხადებები იმ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვთ საქართველოს მეგობრებს ამ შემთხვევაში ევროკავშირს, ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან. იმის მაგივრად, რომ ეს ჟესტი იყოს ადეკვატურად გაგებული და საზოგადოებისთვის ახსნილი, ის ნაბიჯები, რასაც დგამს საქართველოს ხელისუფლება არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქს პანდემიური მდგომარეობა ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.“ - განაცხადა წერეთელმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)