|
2021-08-31 17:53:10, 601 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, წინასაარჩევნო შეხვედრა ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობასთან გამართა. ზურაბ აბაშიძე უბნის მცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინიციატივებს პირადად გაეცნო და მოინახულა ისტორიული შენობები, სადაც გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. ზურაბ აბაშიძე: „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობასთან. მათთან ერთად ვისაუბრე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, განვიხილეთ ის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ძველი თბილისის განახლებას და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობას. მთაწმინდაზე გავიზარდე და იმედია არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ეს უბანი ნამდვილად არის ჩვენი თბილისის გული თავისი გამორჩეული ისტორიით, წარსულით, აწმყოთი, ასევე, დარწმუნებული ვარ, მომავლითა და რაც უმთავრესია, აქ მცხოვრები ადამიანებით. შესაბამისად, პირადად ვიზრუნებ, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც მომავალში „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ ორიენტირებული იყოს, როგორც რაიონის განვითარებასა და წინსვლაზე, ასევე, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე". მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მოსახლეობასთან გამართავს.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)