|
2021-08-31 15:58:58, 612 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე ევროკავშირის დახმარებაზე - მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე, ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო
დეპუტატი რომან გოცირიძე პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს რომ მთავრობამ წინმსწრებად თქვა უარი ევროკავშირის დახმარებაზე. "ეს რომ პირდაპირ სანქციად რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო. როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო პროცენტიანი ფული? არა და ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყით აცხადებდა ამაზე. დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც". - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)