|
2021-08-31 15:28:46, 499 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით მათ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მეცნიერები თავიანთ კვლევაში აღნიშნავენ, რომ C.1.2. პირველად მაისში, ორ პროვინციაში დააფიქსირეს, 13 აგვისტოსთვის კი აღნიშნული ვარიანტი უკვე ქვეყნის 6 პროვინციაში, ისევე როგორც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში იყო გამოვლენილი. კვლევის თანახმად, C.1.2 ვირუსის C.1 ვარიანტისგან წარმოიქმნა, რომელიც 2020 წლის შუა პერიოდში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დომინანტური იყო. მეცნიერები განმარტავენ, რომ ზოგადად ვირუსის მუტაციები ასოცირდება გადადების უნარის გაზრდასთან და ანტისხეულებისგან თავის არიდების გაზრდილ უნართან. „ამჟამად ვაფასებთ ამ ვარიანტის ზეგავლენას ანტისხეულების განეიტრალებაზე როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ პირებში,“ - აცხადებენ მეცნიერები.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)