|
2021-08-31 14:06:21, 536 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე- პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია
პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია. „ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში გვაქვს ინფიცირების 96 აქტიური შემთხვევა, რაც არის პატიმრების სრული რაოდენობის 1%. აქედან 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა „ვივა მედში“ და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან, გამოვლენილია საკარანტინე სივრცეებში და ბუნებრივია, ჩვენ შემდგომი გავრცელება აღვკვეთეთ. პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი უკვე არის ვაქცინირებული. განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს. მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია, ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)