|
2021-08-28 10:42:30, 495 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ბერიძე - ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ
ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ. - ამის შესახებ ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, დაბა ხულოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტები ხორციელდება. "მორიგი შეხვედრა დაბა ხულოს მოსახლეობასთან გავმართე. შეხვედრაზე მათი საჭიროებები მოვისმინე და სამომავლოდ დაბაში განსახორციელებელი პროექტები გავაცანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა გუნდმა დაბა ხულოს განვითარების ფარგლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები დავიწყეთ. მიმდინარე წელს, დაბა ხულოში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. უკვე დასასრულს უახლოვდება ხულო-თაგოს საბაგირო გზის, დაბის სადგურის რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს დავით მამულაძის ქუჩის რეაბილიტაციაც. დაბაში, მიმდინარე წელსვე დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა შენობა-ნაგებობების გარე ფასადების კეთილმოწყობა. 2022 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ხულოში, ასევე, დაგეგმილია სახელოვნებო სკოლის და სპორტკომპლექსის მშენებლობა." - განაცხადა ბერიძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)