|
2021-08-27 11:52:34, 516 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებზე - პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და შემდეგ გაიზრდება ათამდე
ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და შემდეგ გაიზრდება ათამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია. „ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი რაც არის ამ ომში, არის ვაქცინაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სიცოცხლე, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ჩვენ, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და მთლიანობაში ათამდე გაიზრდება, რომ თითოეულ რაიონში ერთი ავტობუსი გადააადგილდებოდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისი რაიონიდან გასვლის გარეშე მოახერხონ აცრის გაკეთება. ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტულია. კონდიცირება, სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერები, ყველანაირად არის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული, თვითონ ავტობუსის შიგნით სამედიცინო კუთხის თვალსაზრისით, ყველაფერი მოწყობილია და ჩემი თხოვნა და თუნდაც მოწოდება იქნებოდა ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ერთმანეთის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)