|
2021-08-26 22:25:08, 756 ნახვა
მსოფლიო
სულ მცირე 60 ავღანელი და ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად
სულ მცირე 60 ავღანელი და ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად- ინფორმაციას „The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მათი თქმით, ორი აფეთქება მოხდა ამერიკელების მიერ კონტროლირებად დაწესებულებაში შესვლის მცდელობისას, რამაც შეაფერხა აშშ-ის ევაკუაციის მცდელობა. ქაბულში აშშ -ს ელჩის განცხადებით ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა ქალაქის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის შედეგად და სამი დაიჭრა, ავღანეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსნების განცხადებით კი ადგილობრივ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა რიცხვი 60 შეადგინა. თავდასხმის დროს აეროპორტის მისასვლელთან ათასობით ქვეყნიდან ევაკუაციისთვის მისული ავღანელი იმყოფებოდა. მომხდარზე პასუხიმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. „თალიბანმა“ მომხდარი დაგმო. ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ შემზარავ ინციდენტს და ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”. განაცხადა თალიბანის სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)