|
2021-08-26 20:52:46, 775 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გადელია - მზად ვარ საკუთარი ცოდნა, უკვე მერის რანგში მოვახმარო მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ქვეყანას
ზუსტად ვიცი, ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია, თუმცა, ისიც ვიცი, როგორ უნდა დავძლიოთ ისინი, როგორ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი, თითოეული სოფელი და ქალაქი სენაკი განვითარების ახალ ეტაპზე. მზად ვარ საკუთარი ცოდნა, უკვე მერის რანგში მოვახმარო მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ქვეყანას" - განაცხადა „ქართული ოცნების" სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ წარდგენაზე. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, არ დააფასო ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასწია იმისთვის, რომ დღეს სენაკი ყველა მიმართულებით ბევრად წინ ყოფილიყო, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: გიგა წურწუმია, გრიგოლ მიქაია, ბეჟან სანაია, ირაკლი რუსია, ბადრი ხურცია, კობა კილასონია, ლევან ჯინორია, შაქრო კოკაია, კაპიტონ ტორჩინავა, ბადრი შარტავა, ირაკლი ცხვიტავა ' - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)