|
2021-08-26 11:45:21, 420 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩისა და სოფლის სასაფლაოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხიდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი გზაა სოფლის სასაფლაოზე მისასვლელად. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ხიდს ექსპერტიზა ჩაუტარდა. „რეაბილიტაციის დაწყებამდე, ხიდს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მიერ ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ხიდის ავარიული მდგომარეობა და გადაუდებელი რეაბილიტაციის საჭიროება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ხიდზე არსებული თაღის გამაგრება სპეციალური საყრდენების საშუალებით, ასევე, დაგეგმილია სავალი ნაწილის გაფართოება და შესაბამისი ზღუდარების მოწყობა. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რეაბილიტაციისას, ხიდის პირვანდელი იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)