|
2021-08-26 10:16:09, 450 ნახვა
საზოგადოება
რევაზ სოხაძე ვარკეთილი 3- ის მაცხოვრებლებს შეხვდა
სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერადაც ვარკეთილი 3- ის სხვადასხვა უბანის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე განხორციელდა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჯამში 27 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მოეწყო ველობილიკები, მოწესრიგდა კანალიზაციის და წყალსადენის სისტემა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ათულობით კორპუსის სახურავი გადაიხურა. თუმცა გამოწვევები ისევ რჩება, რისთვისაც საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით გაიზარდოს დაფინანსება, რაც არსებული პრობლემების მოგვარების ტემპებს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილი 3 სკვერებისა და რეკრიაციული ზონების რაოდენობით სამგორში ერთერთი გამორჩეული უბანია, მოსახლეობის მოთხოვნა ამ მიმართულებით გაზრდილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგის სკვერის და მიმდებარე 900 მ-იანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია. შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)