|
2021-08-25 12:18:37, 875 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - პარადოქსია, როდესაც ომბუდსმენის მხრიდან მოწოდება ისმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე
ნინო ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა, დავაბრალო, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილის დავალების შემსრულებელი აღმოჩნდა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება ისმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია. „რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, სამწუხაროა, რომ არჩევნების გადადების კამპანიაში მოხვდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა, დავაბრალო, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარე სპიკერი და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი აღმოჩნდა, მაგრამ სულ მცირე, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როცა სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება გვესმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია. არჩევნების გადადება არაფერს ცვლის, უბრალოდ, ისინი ელოდებიან რაღაცას, რაც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას. ვინაიდან, ამას მოკლე დროში ვერ ახერხებენ, ამისთვის სჭირდებათ დრო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)