|
2021-08-25 10:32:35, 489 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაკის რაიონში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა მოგვარებაც მაჟორიტარობის კანდიდატს ჯავახიშვილის, კოსტავას, საირმის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებმა სთხოვეს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, წყნეთში გასული ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა არის რიგი საკითხები, რომლებიც ადგილობრივებისთვის აქტუალურია. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრა ეტაპობრივად დაიწყება. „წყნეთის მოსახლეობასთან ერთად, დღეს ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივები საკუთარი უბნის პრობლემების გადაჭრაში აქტიურად არიან ჩართულნი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ოთხი წელი, მათთან თანამშრომლობით კიდევ უფრო წარმატებული იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)