|
2021-08-24 18:27:11, 633 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – არჩევნების გადადება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, ანომალიაა ლომჯარიას საუბარი
არჩევნების გადადებისთვის არსებობს ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი - ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება. ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს 2020 წლიდან, მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია და შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა. ახლაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო და „სირცხვილიამ“ და მიშა მშვილდაძემ გააგრძელეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია“, - აცხადებს კობახიძე. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)