00:34 - 14 Aug, 2026
|
2021-08-24 11:31:19, 767 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი – დაფინანსების ვადა ახლოვდება, დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებისადმი ერთგულება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც მიშელი აღნიშნავს, დროა საქართველომ აჩვენოს ერთგულება შეთანხმებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი. „პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს ერთგულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)