|
2021-08-20 10:08:08, 2011 ნახვა
ომი უკრაინაში
N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე COVID-19-ით ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ახალი კორონავირუსით (COVID-19) ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფიცირების შემთხვევების (უსიმპტომო ან/და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები) მართვის მიზნით, N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სივრცე მოაწყო და ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. კოვიდინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მართვის მიზნით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში, დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა მომზადების კურსი. ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რაც გულისხმობს ნაკადების ადეკვატურ მართვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას, დაბინძურებული და სუფთა ზონების გამიჯვნას, დეზინფექციის მოთხოვნების თავისებურებასა და მისი მკაცრად დაცვის უზრუნველყოფას. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციისა და გამოვლენილი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიმართულებით.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)