|
2021-08-19 18:31:53, 599 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე- ვეცდები მთაწმინდელების ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შეხვედრა ბროსესა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. „ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვისმენ მოქალაქეების რჩევებსა და სურვილებს. ვეცდები მთაწმინდელების ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა შემდეგ მათთან ერთად ვიზრუნო და ვიშრომო ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვედრებში მონაწილეობისთვის. თითოეული მათგანისგან იგრძნობა განსაკუთრებული სითბო, მხარდაჭერა და იმედიანი განწყობა“.-განაცხადა აბაშიძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)