|
2021-08-19 13:50:46, 524 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ნაწილი შევა გურიის დაცულ ტერიტორიებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავთაშვილმა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარადგენაზე გურიის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. „თქვენი ინიციატივით დაწყებული გვაქვს გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. შესწავლა უკვე დასრულების ფაზაშია. რამდენიმე შეხვედრა რეგიონში გაიმართა. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ნაწილი შევა გურიის დაცულ ტერიტორიებში, რაც ამ უნიკალურ ბუნებას მეტად შეუნარჩუნებს მომავალ თაობას - ერთი და მეორე - შეძლებს გააჩინოს განვითარების ახალი პოტენციალი. სადაც ჩვენ გვაქვს დაცული ტერიტორიები, იქ შეგვიძლია შევქმნათ მიზიდულობის ახალი წერტილები, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ ინვესტირება, შევქმნათ ადმინისტრაცია, მეტი ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი იმისათვის, რომ გაჩნდეს მეტი შემოსავალი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამუშავდა და საზოგადოებას წარედგინა. „მზად ვართ, რომ ამ გეგმის თითოეული ნაწილი, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის კონკრეტულ საჭიროებებს მოიცავს, მოვიტანოთ თქვენთან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თქვენი ინიციატივები გაგვაცნოთ; ჩვენ მზად ვართ ამ ინიციატივების განსახილველად", - აღნიშნა მინისტრმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)