|
2021-08-19 13:25:24, 457 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - გურია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა - ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის წარადგენის ღონისძიებაზე 2021 წელს UNESCO-ს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების" სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით. „არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გურია გამოირჩევა ნიჭიერი ადამიანებით. ბევრი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერი გურიიდან მოდის. გურია ასევე გამორჩეულია ბუნებრივი და ისტორიული ღირებულებებით. წელს ივლისში განსაკუთრებული ფაქტი მოხდა. ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. რაც ნიშნავს, რომ ეს ადგილი მსოფლიო რუკაზე აღინიშნება, მსოფლიოსთვის საინტერესო ადგილი გახდა. კოლხეთის ეროვნული პარკი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნაწილია. ეს ის ადგილებია, რომელიც რუკაზე უკვე ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ყველასთვის ცნობილი ამაზონის ტყე, იეულოსტონის დაცული ტერიტორიები, ბაიკალის ტბა და ბევრი სხვა, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქისთივს, ბუნების მოყვარულისთვის არის ცნობილი. გურია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)