|
2021-08-18 21:21:22, 658 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა
როგორც მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ზურაბ აბაშიძე ამჯერად გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელებული კულტურული, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური და ურბანული პროექტები განიხილა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, რაიონის განვითარების ხელშეწყობისთვის კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივასა და პროექტს განახორციელებს. „გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრისას მთაწმინდის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და აქტუალური საკითხები განვიხილეთ. დავსახეთ პრიორიტეტები და ინიციატივები, რომლებსაც, სამომავლოდ „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისგან პირადად მოვისმინოთ პოზიციები და გავაცნოთ მათ ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები რაიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად"..-განაცხადა აბაშიძემ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)