|
2021-08-18 11:05:17, 411 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა ბაშალეიშვილის ქუჩაზე გამართა. „დღეს ბაშალეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდი. მივესალმები მოსახლეობისგან წამოსულ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისში, კერძოდ, მთაწმინდაზე უამრავი პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, მოქალაქეების ჩართულობით, ჩვენს რაიონში კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ". - განაცხადა აბაშიძემ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ბაშალეიშვილის ქუჩის სტადიონის ირგვლივ სივრცის გამწვანება და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება სურთ. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდნენ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)