|
2021-08-17 13:17:54, 532 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - როდესაც სახელმწიფო ხელისუგლზე უდევს ოლიგარქს და შთანთქავს, განსხვავებები უნდა გადავდოთ
როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოგივებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი გვერდზე გადადებს განსხვავებებს და ოლიგარქი ივანიშვილის წინაღმდეგ გაერთიანდება, ბევრ ოლქში „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში დაამარცხებენ. „წარმატებები თითეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მათთან ერთად ვიქნები, როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოვიგებთ. ეს არის რეფერენდუმი. თუკი ჩვენ დავუპირისპირდებით ერთმანეთს და ვიღაცის სიმაღლე, მეტყველება, პარტიული შეხედულება არ მოეწონება, ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელსაც ოდესმე დავუშვებთ. „გირჩის“, „ვროპული საქართველოს“, „დროას“ ამომრჩეველი, მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძის, ბურჯანაძის, „ლეიბორისტული პარტიის“ და სხვების, ვინც ამ ფორმატში, აქ არ დგანან, მათი ამომრჩეველი რომ მოვა და ხმას მე მომცემს, მაგალითად, ერთმანეთზე შესაძლებელია უმაღლესი წარმოდგენის არ ვიყოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრივი საფუძველი ხელისუგლზე უდევს ოლიგარქს და შთანთქავს, მე ვფიქრობ, ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ“, - განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)