|
2021-08-16 01:56:32, 905 ნახვა
პოლიტიკა
ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 22 მოქალაქის გამოსაყვანად, ქართულ მხარეს დახმარებას უკრაინა გაუწევს
ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს 22 მოქალაქის გამოსაყვანად, რომლებიც კერძო სამოქალაქო კონტრაქტორები არიან, ქართულ მხარეს დახმარებას უკრაინა გაუწევს, კერძოდ უკრაინული ბორტით მოხდება ქაბულის აეროპორტიდან ქართველების გამოყვანა. აღნიშნული ინფორმაციაა ადასტურებს საქართველოს საგარეო უწყება და უკრაინულ მხარეს მადლობას უხდის დახმარებისთვის. "ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას." - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)