21:40 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-15 14:48:30, 614 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. სხდომა სადაც საოლქო კომისიის წევრებს ირჩევენ, კომისიის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობიდან", სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ კონკურსანტების უმეტესობა არის "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული, რის გამოც უარს აცხადებენ ხმის მიცემაზე.

მათივე განმარტებით, აღნიშნული კონკურსანტები არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა დამოუკიდებლობისა და ნეიტრალურობისთვის.

თავის მხრივ, ბრალდებას უპასუხეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც საოლქოს წარმომადგენელი აცხადებს, საოლქო კომისიაში კომისიის წევრების არჩევა არის გამჭვირვალე და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მათივე განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრების არჩევის პროცედურა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ჩატარდა და აღნიშნული კომისია, რომელიც 8 პირისგან უკვე დაკომპლექტდა, საარჩევნო საქმიანობის განხორციელებას უახლოეს პერიოდში შეუდგება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics