|
2021-08-13 21:47:42, 986 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია სასამართლოში დაბარებაზე-არ ვაპირებ სასამართლოში გამოცხადებას-იქ ჩემი ფეხი არ იქნება
პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებლმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა,რომლის მიხედვითაც მას დაუკავშირდნენ სასამართლოდან და უთხრეს რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით საქმე იყო აღძრული. როგორც მას განუმარტეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენების პროტესტს შეეხება,აღნიშნული პროცესის განხილვა სექტემბერსაა ჩანიშნული. პოლიტიკოსის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოში მისვლს და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. "უბრალოდ, სასაცილოა და სასაცილოსთან ერთად, ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძლადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში, მეც მეძახიან სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას, არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობის მიღებას, პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარასდროს არ გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული. ამიტომ ეს მოსამართლე თუ ვინც იქნება, შეუძლიათ ეს პროცესი ატარონ, ჩემი ფეხი იქ რა თქმა უნდა, არ იქნება."-განაცხადა ხოშტარიამ
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)