|
2021-08-13 21:41:40, 614 ნახვა
საზოგადოება
აკაკი წერეთლის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. -ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს მათი ცნობით, სამუშაოები, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო. „დიდუბის რაიონში მორიგი საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ეს არის „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. წერეთლის სკვერი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სრული განახლება მოხდა. დენდროლოგია მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები შეიცვალა და შეიქმნა კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. არსებული ტერიტორია, დაახლოებით, 10 000 კვ.მ-ია. მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და მათით ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს. მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი მიზანი და ამოცანა იქნება, რომ მსგავსი სივრცეები ყველა რაიონსა და უბანში განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. „პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოები კომპანია „არბამ“ განახორციელა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე იმყოფებოდნენ. „-ნათქვამია განცხადებაში
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)