|
2021-08-13 20:18:03, 504 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა-ჩვენ გვჭირდება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო - მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ
ჩვენ გვჭირდება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო - მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ ჰყავს ახმეტაში- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე მისი თქმით ახმეტაში ბევრი პროექტი განხორციელდა,რომლითაც მოსახლეობა სარგებლობას, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. "პატივია, ჩემთვის, წარვდგე თქვენს წინაშე, იმ მიწაზე, სადაც გმირი ქართველები დაიბადნენ. ახლა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, ლეგენდარული ქართველის, თავდადებული გმირის. გიორგი ანწუხელიძე - ჩვენი უახლესი წარსული, დიდი გულისტკივილი გმირი, რომელმაც ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გმირულად შესწირა სიცოცხლე. იდგა მტკიცედ, თავი არ დახარა მტრის წინაშე და დაგვიტოვა გმირობის მაგალითი ჩვენი შვილებისთვის. ეს არის მიწა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული და საგანმანათლებლო, ისტორიული ადგილებით. ბევრ ევროპულ, განვითარებულ ქვეყანას შეშურდებოდა ასეთი ისტორია. რაც შეეხება განხორციელებულ პროექტებს, ახმეტაში ბევრი სოფლის მეურნეობის პროექტი და პროგრამა განხორციელდა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მოსახლეობა სარგებლობს ამ პროგრამებით და ჩვენ ვხედავთ, მათ შრომას, დამუშავებულ ვენახებს და ველებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება. გვაქვს ამბიციური, გრძელვადიანი გეგმა. პრემიერის ინიციატივით შექმნილია რეგიონებისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამები, რომლებიც აუცილებელია, რომ შესრულდეს ისე, როგორც დაგეგმილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო - მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ ჰყავს ახმეტაში."-განაცხადა კახა კუჭავამ
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)