|
2021-08-13 12:29:50, 369 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოში, აღარავინ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს, აკეთებენ წერტილოვან შეზღუდვებს, რაც ჩვენც დავიწყეთ გუშინ, გთხოვთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში
ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება - ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ ძლიერად გაიმარჯვოს არჩევნებზე. „რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვების წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და დავიწყეთ უკვე გუშინ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება - ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მთავრობამ, პარლამენტმა, ყველამ, უნდა მივცეთ მაგალითი ყველას და ვუხსნათ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაშია და მეორეს მხრივ, არ ჩავკეტოთ ქვეყანა და დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ახლობლები. რაც შეეხება არჩევნებს - ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახერხოთ, იმისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ არჩევნებზე. მე ამის მჯერა, ჩვენ გუნდს სჯერა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ყველაფერი იქნება კარგად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. განვითარება ყველა რეგიონს!", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)