|
2021-08-10 17:07:18, 957 ნახვა
მსოფლიო
პრინც ენდრიუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ამერიკელმა ვირჯინია გიუფრემ, რომელის თქმითაც ის გაერთიანებულ სამეფოში 17 წლის ასაკში იორკის ჰერცოგთან სექსუალური ურთიერთობისთვის მიიყვანეს, ნიუ -იორკის სასამართლოში პრინც ენდრიუს წინააღმდეგ საქმე აღძრა და მას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს -ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს გიურფე აცხადებს, რომ პრინცი სექსუალურ ქმედებებს ახორციელებდა მისი თანხმობის გარეშე, მიუხედავად მისი ასაკისა და "რომ ის სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო". მისი თქმით, მასზე პრინცი ენდრიუ სექსუალურ ძალადობა ლონდონსა და ნიუ იორკში საქმეში ნათქვამია, რომ პრინცმა სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ გიუფრეს - მაშინ ცნობილი როგორც ვირჯინია რობერტსი - ლონდონში, ეპშტეინის თანაშემწის, გიზლენ მაქსველის სახლში, და ეპშტეინის სახლებში მანჰეტენზე ასევე პატარა სენტ ჯეიმსში აშშ -ს ვირჯინიის კუნძულებზე. პრინც ენდრიუს პრესპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია. ჯერ კიდევ 2019 წელს , ბრალდებებზე პრინცმა ენდრიუმ თქვა, რომ ეს არასდროს მომხდარა და მეტიც არასდროს შეხვედრია ამ ქალს "ეს არ მომხდარა. მე შემიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არასოდეს მომხდარა. მე არ მახსოვს, რომ ოდესმე შევხვედრივარ ამ ქალბატონს“, - განუცხადა მან BBC Newsnight- ს პრინცმა ენდრიუმ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)