20:47 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 16:47:43, 510 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კობა მურადაშვილი იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება, მისი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა

კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კობა მურადაშვილის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს  მოსახლეობის კეთილდღეობა.

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი პარლამენტის წევრებს -  ბატონი გივი მიქანაძე, ბატონი  სოზარ სუბარი, რომელიც წლების წინ, აქ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორიც იყო, ბატონ გოგი მეშველიანს. დღეს ყველანი ერთად ვართ ჩამოსული, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატი, ბატონი კობა მურადაშვილი. კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება. მას შეუძლია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, გადაწყვეტა, ოპერატიულად მოგვარება ამ საკითხების. კობას მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, ყველა უბანში უნდა შევიდეს, ყველა მოქალაქეს უნდა გაესაუბროს პირადად და გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა ადგილზე, დროულად", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics