|
2021-08-10 15:32:03, 838 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება და საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადეს. „რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება. არჩევნები იქნება 2024 წელს, როგორც არის ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების გარეშეც ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდებოდა, რადგან მისი თქმით, გამორიცხულია თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებამ“ 43%-ზე ნაკლები აიღოს, „რიგგარეშე არჩევნები გამორიცხული იყო იმ შემთხვევაშიც, თუ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებული არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ 43%-ზე დაბალი მივიღოთ და ამ შემთხვევაში, მითუმეტეს გამორიცხულია, როდესაც არაფერ შუაში არ არის თვითმმართველობის არჩევნები იმ არჩევნებთან, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)