|
2021-08-10 14:03:48, 487 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან გამართული შეხვედრის თემა. უწყებათა ხელმძღვანელებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა დასახეს და მისი განხორციელებისთვის ტაქტიკური ნაბიჯები განსაზღვრეს. პრემიერ მინისტრის ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით, მასშტაბური ღონისძიებები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ტრენინგებში უსაფრთხო მონაწილეობისთვის, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტესტირება შეუფერხებლად განხორციელდება. ასევე, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ მოხელეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში ვაქცინაციის ოფიცრები ჩაერთვებიან. ამ მიმართულებით, პროცესში ჩართულობისკენ ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო სუბიექტებსაც მიმართავს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა, კანონქვემდებარე აქტების მომზადებას ეხება. ეკატერინე ტიკარაძესა და გიორგი კალანდარიშვილს შორის შემდგარი შეხვედრა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ისახავს მიზნად.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)