|
2021-08-10 13:06:02, 705 ნახვა
საზოგადოება
UNESCO - გელათის კომპლექსის მოხატულობებისა და ქვების დაზიანებები ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელშიც საუბარია, რომ გელათს, შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მასალების ნაკლებობის გამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელი რესტავრაცია ჩაუტარდა. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპლექსის გადახურვის სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ზიანი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობასა და სამშენებლო ქვას მიადგა, იწვევს არსებული მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას, რაც ლახავს მის უნივერსალურ ღირებულებებს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ გელათში უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია გამოსავლის მოძებნა, რომლის შედეგადაც კომპლექსი შესაბამისად იქნება გადახურული. იუნესკოს მსოფლიო კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს:
საქართველომ გელათის მდგომარეობის და მოთხოვნების შესრულების შესახებ განახლებული ანგარიში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უნდა წარუდგინოს 2022 წლის 1-ელ თებერვალს, რათა მსოფლიო კომიტეტმა ის 45-ე სესიაზე განიხილოს.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)