|
2021-08-08 12:26:29, 801 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ამ თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული
ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ, შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. „ეს არის სირცხვილი, ამ თარიღებით სპეკულირება. ამაზე სპეკულირება არის სირცხვილი. ფაქტებზე და შედეგზე ისაუბრეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის, თქვენი ლიდერის და თქვენი მფლობელისა და მაკონტროლებლის ხელისუფლება, ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)