|
2021-08-04 13:32:08, 545 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 10 წლიანი სტარტეგიული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. დამსაქმებლისათვის კი მომზადდება კვალიფიციური კადრები. ,,ამისათვის ჩვენ განვახორციელებთ მიზნობრივ პროგრამებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ სამჯერ გაიზრდება", განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროექტებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს. ერთი წლის განმავლობაში ცენტრმა 283 მსჯავრდებული გადაამზადა. მათგან 70 უკვე დასაქმებულია.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)