|
2021-08-04 13:04:15, 403 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე - რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - აღდგენილი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე წარმოქმნილ მეწყრულ ზონაში აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - აღდგენილი. - ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა დეტალური ინფორმაცია თავისი მოადგილისგან ირაკლი ბენდელიანისგან მოისმინა. „პირველადი ღონისძიებები უკვე გატარებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარედ არსებული სავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, იმ არეალში იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი, რომლის დაზიანდების გამო მოსახლეობას წყლის მიწოდების რამდენიმესაათიანი შეზღუდვა ჰქონდა, თუმცა, დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია. კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დაუყონებლივ უზრუნველყვეს მოსახლეობის წყალმომარაგება ალტერნატიული წყლის მილით. პირველივე წუთიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები არიან. ამჟამად იგეგმება, თუ რა მიმართულებით უნდა დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)