|
2021-08-04 12:34:25, 345 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ კახეთში ლიტერატურით და კინოხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ორკვირიან სწავლებას იწყებს
თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, კერძოდ, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა. პროექტის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ძალიან საინტერესო პროექტია და მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის საქართველოს ბანკს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულს ცენტრსა და კინოფესტივალ „თაობას“. ცნობილი მწერლები და რეჟისორები, ორ კვირის განმავლობაში, თანამედროვე და კლასიკური, ქართული თუ უცხოური ლიტერატურისა და კინოს შესახებ სალექციო კურსს წაიკითხავენ. სტუდენტებისთვის სხვა შემეცნებითი აქტივობებიც არის დაგეგმილი, რომელიც მონაწილეებში დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარების განვითარებას, ახალი ინტერესების ჩამოყალიბებას და ახალი სოციალური კავშირების დამყარებას ითვალისწინებს. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება და გარდა იმისა, რომ კურსის თემატიკა უაღრესად საინტერესოა, თელავში გატარებული ორი კვირა მათთვის ალბათ ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა და პროექტის ყველა მონაწილეს გამგზავრების წინ მოუწევს PCR ტესტის ჩაბარება.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)