|
2021-08-03 18:21:33, 585 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სამსახურის მაძიებლებს
„თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 7 აგვისტოს დასრულდება. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში. პროექტის ფარგლებში აკადემიაში სწავლა 15 აგვისტოს დაიწყება. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დასაქმდებიან თეგეტას გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. განაცხადების გაკეთება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებელ ნებისმიერ ახალგაზრდას. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა თეგეტაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, „თეგეტა“ ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად „თეგეტა მოტორსის“ განვითარების ისტორიაც მოწმობს. „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)