|
2021-08-03 11:39:21, 513 ნახვა
საზოგადოება
მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ტრენინგი გაიმართა
საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შესყიდვის პრიორიტეტული ობიექტებისათვის მდგრადი შესყიდვების კრიტერიუმის გამოყენების შესახებ ტრენინგი გაიმართა. – ამის შეახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგის მიზანია მდგრადი საჯარო შესყიდვების და მისი სარგებლის, ასევე, მის დასანერგად პროექტის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი დებულებებისა და რეკომენდაციების შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაცნობა. ,,მდგრადი საჯარო შესყიდვები არის პროცესი, რომლის დროსაც შემსყიდველი ორგანიზაციები საქონელსა და მომსახურებაზე საჯარო შესყიდვებს ახორციელებენ ისე, რომ მიღწეულ იქნას ხარჯთეფექტიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სარგებელის მიიღება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით მოხდეს. მდგრადი საჯარო შესყიდვები მიზნად ისახავს სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ კომპონენტს — ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით შორის.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)