|
2021-08-01 20:19:02, 770 ნახვა
საზოგადოება
ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია, გაიყვანეთ – მეუფე სტეფანემ ქალი ტაძრიდან გააგდო
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სტიქაროსნებს სასულიერო გიმნაზიის ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევებინა. მაია ცაავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ქალი ამბობს, მას სურდა, ამის მიზეზი დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. მეუფე სტეფანე გაღიზიანდა და მისი გაძევება მოითხოვა. "თქვენი სათქმელი ქუჩაში... გაიყვანეთ, გაიყვანეთ.. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია და არ შემოუშვათ. გაიყვანეთ და არ შემოუშვათ. ეს არის პროვოკატორი". - თქვა მეუფე სტეფანემ. როგორც თვითონ მაია ცაავა აცხადებს, ის სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ჟურნალისტებს უთხრა, ითხოვდა ხელფასის მომატებას. "მივედი ტაძარში, მეუფე სტეფანესთვის მინდოდა მეკითხა რატომ გამომიშვა, მან კი[...] ეგ მეუფე კი არ არის, ეგ არის მოძალადე, გამომაგდო ტაძრიდან. სტიქაროსნებს უთხრა გაიყვანეთო და არ მაცალა ლაპარაკი. გიმნაზიაში ვმუშაობ მე მზარეული ვიყავი. მანამდე ხელფასზე იყო ლაპარაკი, გრიგოლ კაციას დროს 100 ლარი დაგვიმატეს ხელფასი დანამატი და კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ მეუფე გრიგოლი რომ მოვიდა, ის 100 ლარი დაგვაკლეს. ვითხოვდით ამის მომატებას. მოგვატყუეს რამდენჯერმე, 1 თვე, 2 თვე და გვატყუებდნენ ასე, სულ ბოლოს დაგვიმატეს 40 ლარი. ამის გამო ამოვიღე ხმა, ვთქვი, მინდოდა ხელფასის მომატება. დანარჩენი მე არაფერი არ დამიშავებია, ამის გამო მან მომთხოვა ბოდიშის მოხდა, პირადად სტეფანესთვის უნდა მოგვეხადა ამის გამო ბოდიში", — ამბობს მაია ცაავა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)