|
2021-07-30 15:14:58, 603 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „მეავიცერი“ დაიწყო
თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს: − აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ; − პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენების ტურით; − 29 ივლისიდან - 1 სექტმებრამდე ვაქცინრებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი − ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება. „ჩვენთვის გუნდის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით და უდიდესი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად გავიარეთ ყველასთვის რთული წელიწადნახევარი. პრევენცია, უსაფრთოების წესების დაცვა, ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა - ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, რომ თიბისელები პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ვირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესს,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. თიბისის უმთავრესი ამოცანაა, დაავადების გავრცელების პრევენცია, სანიტარული უსაფრთხოების წესების აქტიური დანერგვა და დაცვა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანია მოუწოდებს თითოეულ თიბისელს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვაქცინაციის საკითხს და ჩაერთოს შეთავაზებულ პროგრამაში.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)