08:59 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 20:32:48, 5782 ნახვა

კულტურა
„მწერალთა სახლის" სამეთვალყურეო საბჭო სამინისტროს მიერ ჟიურის წევრის დანიშვნა მიუღებელად მიაჩნია

„მწერალთა სახლის" სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას ავრცელებს და ლიტერატურულ კონკურს „ლიტერაზე"  კულტურის სამინისტროს მხრიდან ჟიურის მეხუთე წევრის დანიშვნას მიუღებელს უწოდებს. 

„მწერალთა სახლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა", - აღნიშნულია განცხადებაში მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ ლიტერატურული პრემია „ლიტერას" ბოიკოტი გამოუცხადა 9 მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics