|
2021-07-28 14:31:10, 2653 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა
„ქართლმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა. „დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ქვეყანა უკვბე ახალი ადგილობრივი თვითმართველობის ჩატარბეის რეჟმზე გადავიდა ,ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)