|
2021-07-28 12:51:02, 744 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება
მაჭავარიანის ქუჩაზე გამოვლენილ მეწყრულ ზონაში, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება განხორციელდა, ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის ორმხრივად აღდგენა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)