|
2021-07-22 16:10:04, 595 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე, გაწერის კრიტერიუმებზე, პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე იმსჯელეს. განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება , ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „შეხვედრაზე პაციენტების კლინიკურ მიმდინარეობასა და პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკაზე ვისაუბრეთ. სამედიცინო სექტორის მზაობა მკურნალობის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო პერსონალის აცრასაც. მათი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 22 ივლისის მონაცემებით საქართველოში 383 339 აცრაა ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)