17:10 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 16:19:54, 1092 ნახვა

სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს. კანდიდატურის მოხსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

ცნობისთვის, 2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი - გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი იყო წარდგენილი. 12 ივლისს პარლამენტმა 6 მათგანი უვადოდ დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics