|
2021-07-19 14:01:21, 408 ნახვა
საზოგადოება
აუდიო-მუსიკალური საღამო „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება. „ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტს მიუყვება, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკაზეა აწყობილი. მუსიკას შეასრულებენ გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები. საღამოს საუნდ დიზაინერია ნიკა მაჩაიძე. საღამოს გახსნის მოწვეული მოდერატორია ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე. სტუმრები ასევე მოისმენენ უცნობ და საინტერესო ბიოგრაფიულ ფაქტებს ვაჟა-ფშაველაზე და ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)