|
2021-07-17 13:29:43, 581 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას
მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრაცლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადებას. როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყოფილ ელჩს ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ. „მინდა, გამოვეხმაურო საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემაშფოთებელ განცხადებებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თემა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. დამეთანხმებით, რომ ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ. მაგალითად, როდესაც იგებ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ჯერ უნდა გაარკვიო, მართლაც ხომ არ მიაკითხა მას საეჭვო რეპუტაციის მქონე მეგობარმა ფონიჭალაში წასაყვანად; ხომ არ აცხადებს ეს მეგობარი, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული ნივთიერების საყიდლად წავიდნენ; ხომ არ არსებობს კადრები და ხმოვანი ჩანაწერი, რომლებიც ამტკიცებს, რომ მეგობარი გარდაცვლილის ნარკოტიკების ზედოზირებიდან „ნარკანით“ გამოყვანას ცდილობდა; ხომ არ არის კადრები, რომლებიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი სახლში ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების კვალი; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე ინექციის რამდენიმე კვალი და ა.შ. როდესაც ამ ყველაფრით არ ინტერესდები და აშშ-ის ყოფილი ელჩი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებ, ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს. სამართალდამცავი უწყებების დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და როდესაც შეგიძლია ეს დასკვნები შენ სახელმწიფო უწყებებს გადაამოწმებინო, რისი არაერთი პრეცედენტიც გვქონია საქართველოში, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება. მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს“, - წერს იოთანამიშვილი. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი საქართველოში „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ“.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)