01:47 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 14:48:09, 824 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე, ხედვებზე, პანდემიის გავლენასა და შედეგებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა.

მიმდინარე წელს, კონფერენციის თემატიკა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ტურიზმის ინდუსტრიაზე კოვიდ 19-ის გავლენას მიეძღვნა. სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა პანდემიის ჭრილში განიხილეს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები, კონფერენციის მონაწილეებს ანტიკრიზისული გეგმები და ახალი ტენდენციები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში,  სექტორის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა.

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო ხედვებზე პრეზენტაციის წარდგენის დროს, ყურადღება გამახვილდა სააგენტოს უახლოეს გეგმებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე 1 მილიონ ჰექტრამდე, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17 %-ია; ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორებიცაა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის გახსნა, სათაფლიაში მღვიმისა და თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის მოწყობა; საუბარი შეეხო ახალ ეკოტურისტულ პროექტებს, მათ შორის, წალკის კანიონის გახსნა, თეთრა მღვიმის გახსნა, ახალი ეკოტურისტული ბილიკების მოწყობა. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა გლობალური საერთაშორისო აღიარება, რომელიც მოიცავს საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას. 

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს პროექტს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics